saqarTvelos mwvervalebi - wiTixoxi

 

წითიხოხი - მწვერვალი ხოხის ქედზე. მდებარეობს მწვერვალ სუათისის დასავლეთით, მდინარე სუთისის (თერგის მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3905 მ. ჩრდილოეთ-დასავლეთ კალთაზე ეშვება მყინვარი წითი. აგებულია იურული ფიქლებითა და დიორიტ-დიაბაზური წარმონაქმნებით. დამახასიათებელია ნივალური და სუბნივალური ლანდშაფტი.